ჯეიმზ კამერონი (დ. 16 აგვისტო, 1954) — კანადელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მემონტაჟე. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებია ტერმინატორი (1984), უცხოები (1986), ტერმინატორი-2: განკითხვის დღე (1991), ნამდვილი ტყუილები (1994), ტიტანიკი (1997) და ავატარი (2009). ავატარი არის პირველი მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. აღსანიშნავია, რომ მას მოსდევს კამერონისვე ნამუშევარი ტიტანიკი. კამერონის ფილმების საერთო შემოსავალი ამერიკის ფარგლებში 1,69 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4,85 მილიარდს. ფილმისთვის „ტიტანიკი“ კამერონმა მიიღო სამი ოსკარი. პირველი საუკეთესო მონტაჟისთვის (იყოფდა კონრად ბაფთან და რიჩარდ ჰარისთან), მეორე საუკეთესო სურათისთვის (იყოფდა ჯონ ლანდოსთან), ხოლო მესამე საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმისთვის მან ასევე დაისახურა ოქროს გლობუსი. 2010 წელს კამერონი კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით, ამჯერად ფილმისთვის ავატარი, რომელიც 2009 წელს გამოვიდა სამგანზომილებაში. კამერონი დაქონწინებული იყო ხუთჯერ. მათ შორისაა ლინდა ჰამილტონი, რომელმაც ითამაშა ფილმებში„ტერმინატორი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“ სარა კონორის როლი. კამერონსა და ჰამილტონს ჰყავთ ერთი ქალიშვილი. უკანასკნელ ცოლთან, სუზი ამისთან კი ჰყავს ერთი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი.
ფრენსის "ფრენ" უოლში, ლედი ჯექსონი, (დ. 1959 წლის 10 იანვარს) - სცენარისტი, კინოპროდიუსერი და მუსიკოსი ახალი ზელანდიიდან. იგი არის რეჟისორ პიტერ ჯექსონის მეუღლე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს - ბილი და კეიტი.
ფრენ უოლში მონაწილეობდა ჯექსონის ყველა ფილმის შექმნაში. პირველი მათ შორის იყო ცუდი გემოვნება. საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის, წლის ფილმისათვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის (ფილმი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება) მას 2004 წელს მიღებული აქვს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ოსკარი. მთლიანობაში იგი "ოსკარზე" რვაჯერ იქნა ნომინირებული.
wikipedia.org
wikipedia.org


No comments:
Post a Comment