Friday, December 14, 2012

ენათმეცნიერება

ენათმეცნიერება არის მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების,მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua–საგან, რაც ნიშნავს "ენა"–ს.ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
  • შიდა ენათმეცნიერების კლასი:
გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება - ლექსიკოგრაფია - მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი –ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია - ფრაზეოლოგია - შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
  • გარე ენათმეცნიერების კლასი:
დიალექტოლოგია - ეთნოლინგვისტიკა - ინტერლინგვისტიკა – ლინგვისტური გეოგრაფია - მეტალინგვისტიკა - პარალინგვისტიკა - სოციოლინგვისტიკა -ფსიქოლინგვისტიკა
ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაშისირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. მე-5-4 სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით. პირველი ფორმის წარმომადგენელი იყო ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ხოლო მეორისა - ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები.
ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:
  • ლოგიკური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის შუაწლები);
  • ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი);
  • სოციოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის დასასრული - მე-20 საუკუნე).                                  


ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი (დ. 22 ივნისი1767პოტსდამი ― გ. 8 აპრილი1835ტეგელიბერლინთან),გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი, 1801-1810 წლებში იყო პრუსიისრეზიდენტი პაპის კარზე; სარწმუნოებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი. მისი მოღვაწეობა აღინიშნა დაწებით სკოლაში ი. პესტალოცის მეთოდების შემოღებით, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის გარდაქმნით. საშინაო საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი (1819). ეკლესიის გამგებლობას ჩამოაშორა სკოლა. მის ფილოსოფიურ-ისტორიულ შეხედულებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურას, როგორც ორგანულ მთლიანობას და ისტორიაში მოქმედ ხალხთა "სულს". ჰუმბოლდტმა საფუძვლიანად იცოდა მრავალი კონკრეტული ენა, მისთვის დამახასიათებულია ენებისადმი ინდექციური მიდგომა. ჰუმბოლდტის ძირითადი ნაშრომია "ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ", რომელიც სამტომიანი გამოკვლევის ("კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე", 183618381839) შესავალს წარმოადგენს.
ჰუმბოლდტის მიერ წამოყენებულ იდეებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ასეთებია: საკომუნიკაციო და ექსპრესიული ფუნქციების აღიარება და ამასთან დაკავშირებით ენის ფიზიკური მხარის მნიშვნელობის გახაზვა; ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად(ergon), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (energeia) და სხვა. ჰუმბოლდტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში. ჰუმბოლდტის თეორიის ზოგიერთ დებულებას ემყარება თანამედროვე ენათმეცნიერების 2 მიმდინარეობა: ნეოჰუმბოლდტიანელობა ევროპაში ([[ლ. ვაისგერბერი და სხვ.) და ეთნოლინგვისტიკა აშშ-ში (ედ. სეპირი,ბ. უორფი და სხვ.)
                 
                                                 hwikipedia.org

No comments:

Post a Comment