„ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae” არის ნაწარმოები. ძველ რომში იურიდიული მასალის გადამწერები ტექსტის კარნახით ჩაწერისას იყენებდნენ სპეციალურ ნიშნებს, რომელსაც notae ეწოდებოდა.ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებს ძველი რომიდან. ნოტარიუსი ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება, ასევე, სხვადასხვა დეკრეტის მომზადება და ამ დოკუმენტების შენახვა. ამასთან, რომში არსებობდა მწერალთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც ტაბელიონები ეწოდებოდათ. ისინი გათანაბრებულები იყვნენ იურისტკონსულებთან და ადვოკატებთან. ტაბელიონები იყვნენ თავისუფალი პროფესიის პირები, რომლებიც ადგენდნენ იურიდიულ დოკუმენტებს. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა იტალიის ბარბაროსულ ტომებში, გერმანიასა და საფრანგეთშიც. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ძველი რომის „გადამწერთა“ და XII საუკუნის იტალიიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბიზანტიის ნოტარიუსთა კორპორაციის მსგავსი ორგანიზაცია. ადამიანთა ნააზრევისა და მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობისთვის იურიდიული ფორმის მიცემას ცალკეულ „დამწერელთა“ თუ „მწიგნობართა“ გარდა „მწერალთა“ ჯგუფიც აწარმოებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, გადამწერთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „მწერალთა“ ამხანაგობა, სადაც განსაზღვრული იყო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უფლება-მოვალეობები.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაერთიანებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.ნოტარიუსი
„ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae” არის ნაწარმოები. ძველ რომში იურიდიული მასალის გადამწერები ტექსტის კარნახით ჩაწერისას იყენებდნენ სპეციალურ ნიშნებს, რომელსაც notae ეწოდებოდა.ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებს ძველი რომიდან. ნოტარიუსი ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება, ასევე, სხვადასხვა დეკრეტის მომზადება და ამ დოკუმენტების შენახვა. ამასთან, რომში არსებობდა მწერალთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც ტაბელიონები ეწოდებოდათ. ისინი გათანაბრებულები იყვნენ იურისტკონსულებთან და ადვოკატებთან. ტაბელიონები იყვნენ თავისუფალი პროფესიის პირები, რომლებიც ადგენდნენ იურიდიულ დოკუმენტებს. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა იტალიის ბარბაროსულ ტომებში, გერმანიასა და საფრანგეთშიც. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ძველი რომის „გადამწერთა“ და XII საუკუნის იტალიიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბიზანტიის ნოტარიუსთა კორპორაციის მსგავსი ორგანიზაცია. ადამიანთა ნააზრევისა და მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობისთვის იურიდიული ფორმის მიცემას ცალკეულ „დამწერელთა“ თუ „მწიგნობართა“ გარდა „მწერალთა“ ჯგუფიც აწარმოებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, გადამწერთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „მწერალთა“ ამხანაგობა, სადაც განსაზღვრული იყო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უფლება-მოვალეობები.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაერთიანებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment