Friday, December 14, 2012

ენათმეცნიერება

ენათმეცნიერება არის მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების,მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua–საგან, რაც ნიშნავს "ენა"–ს.ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
  • შიდა ენათმეცნიერების კლასი:
გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება - ლექსიკოგრაფია - მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი –ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია - ფრაზეოლოგია - შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
  • გარე ენათმეცნიერების კლასი:
დიალექტოლოგია - ეთნოლინგვისტიკა - ინტერლინგვისტიკა – ლინგვისტური გეოგრაფია - მეტალინგვისტიკა - პარალინგვისტიკა - სოციოლინგვისტიკა -ფსიქოლინგვისტიკა
ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაშისირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. მე-5-4 სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით. პირველი ფორმის წარმომადგენელი იყო ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ხოლო მეორისა - ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები.
ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:
  • ლოგიკური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის შუაწლები);
  • ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი);
  • სოციოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის დასასრული - მე-20 საუკუნე).                                  


ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი (დ. 22 ივნისი1767პოტსდამი ― გ. 8 აპრილი1835ტეგელიბერლინთან),გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი, 1801-1810 წლებში იყო პრუსიისრეზიდენტი პაპის კარზე; სარწმუნოებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი. მისი მოღვაწეობა აღინიშნა დაწებით სკოლაში ი. პესტალოცის მეთოდების შემოღებით, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის გარდაქმნით. საშინაო საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი (1819). ეკლესიის გამგებლობას ჩამოაშორა სკოლა. მის ფილოსოფიურ-ისტორიულ შეხედულებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურას, როგორც ორგანულ მთლიანობას და ისტორიაში მოქმედ ხალხთა "სულს". ჰუმბოლდტმა საფუძვლიანად იცოდა მრავალი კონკრეტული ენა, მისთვის დამახასიათებულია ენებისადმი ინდექციური მიდგომა. ჰუმბოლდტის ძირითადი ნაშრომია "ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ", რომელიც სამტომიანი გამოკვლევის ("კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე", 183618381839) შესავალს წარმოადგენს.
ჰუმბოლდტის მიერ წამოყენებულ იდეებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ასეთებია: საკომუნიკაციო და ექსპრესიული ფუნქციების აღიარება და ამასთან დაკავშირებით ენის ფიზიკური მხარის მნიშვნელობის გახაზვა; ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად(ergon), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (energeia) და სხვა. ჰუმბოლდტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში. ჰუმბოლდტის თეორიის ზოგიერთ დებულებას ემყარება თანამედროვე ენათმეცნიერების 2 მიმდინარეობა: ნეოჰუმბოლდტიანელობა ევროპაში ([[ლ. ვაისგერბერი და სხვ.) და ეთნოლინგვისტიკა აშშ-ში (ედ. სეპირი,ბ. უორფი და სხვ.)
                 
                                                 hwikipedia.org

კინოხელოვნება

კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.ძმები ლუმიერები, ოგუსტ, მარი ლუი ნიკოლა (19 ოქტომბერი1862 - 10 აპრილი1954) და ლუი ჟან (5 ოქტომბერი,1864 - 6 ივნისი1948) — ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებლები.ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულის სინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს.

                                      wikipedia.org

ნოტარიუსი

ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae” არის ნაწარმოები. ძველ რომში იურიდიული მასალის გადამწერები ტექსტის კარნახით ჩაწერისას იყენებდნენ სპეციალურ ნიშნებს, რომელსაც notae ეწოდებოდა.ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებს ძველი რომიდან. ნოტარიუსი ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება, ასევე, სხვადასხვა დეკრეტის მომზადება და ამ დოკუმენტების შენახვა. ამასთან, რომში არსებობდა მწერალთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც ტაბელიონები ეწოდებოდათ. ისინი გათანაბრებულები იყვნენ იურისტკონსულებთან და ადვოკატებთან. ტაბელიონები იყვნენ თავისუფალი პროფესიის პირები, რომლებიც ადგენდნენ იურიდიულ დოკუმენტებს. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა იტალიის ბარბაროსულ ტომებში, გერმანიასა და საფრანგეთშიც. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ძველი რომის „გადამწერთა“ და XII საუკუნის იტალიიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბიზანტიის ნოტარიუსთა კორპორაციის მსგავსი ორგანიზაცია. ადამიანთა ნააზრევისა და მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობისთვის იურიდიული ფორმის მიცემას ცალკეულ „დამწერელთა“ თუ „მწიგნობართა“ გარდა „მწერალთა“ ჯგუფიც აწარმოებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, გადამწერთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „მწერალთა“ ამხანაგობა, სადაც განსაზღვრული იყო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უფლება-მოვალეობები.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაერთიანებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.


Thursday, December 13, 2012

კინოპროდიუსერი

კინოპროდიუსერი, პირი, რომელიც ახორციელებს დადგმის იდეურ-მხატვრულ და საფინანსო კონტროლს. მიპოვებს დაფინანასებას ან თვითონ აფინანსებს. ის არის პასუხისმგებელი დამფინანსებელი მხარის მიმართ. პროდიუსერი აგვარებს გადამღები ჯგუფის დაკომპლექტების საკითხებს, იწვევს რეჟისორსმსახიობებს,ოპერატორს და ა.შ. ცნობილი კინოპროდიუსერები იყვნენ ფრენ უოლში და ჯეიმზ კამერონი.
      ჯეიმზ კამერონი (დ. 16 აგვისტო1954) — კანადელი რეჟისორიკინოპროდიუსერი, სცენარისტი და მემონტაჟე. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებია ტერმინატორი (1984), უცხოები (1986), ტერმინატორი-2: განკითხვის დღე (1991), ნამდვილი ტყუილები (1994), ტიტანიკი (1997) და ავატარი (2009). ავატარი არის პირველი მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. აღსანიშნავია, რომ მას მოსდევს კამერონისვე ნამუშევარი ტიტანიკი. კამერონის ფილმების საერთო შემოსავალი ამერიკის ფარგლებში 1,69 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4,85 მილიარდს. ფილმისთვის „ტიტანიკი“ კამერონმა მიიღო სამი ოსკარი. პირველი საუკეთესო მონტაჟისთვის (იყოფდა კონრად ბაფთან და რიჩარდ ჰარისთან), მეორე საუკეთესო სურათისთვის (იყოფდა ჯონ ლანდოსთან), ხოლო მესამე საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმისთვის მან ასევე დაისახურა ოქროს გლობუსი. 2010 წელს კამერონი კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით, ამჯერად ფილმისთვის ავატარი, რომელიც 2009 წელს გამოვიდა სამგანზომილებაში. კამერონი დაქონწინებული იყო ხუთჯერ. მათ შორისაა ლინდა ჰამილტონი, რომელმაც ითამაშა ფილმებში„ტერმინატორი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“ სარა კონორის როლი. კამერონსა და ჰამილტონს ჰყავთ ერთი ქალიშვილი. უკანასკნელ ცოლთან, სუზი ამისთან კი ჰყავს ერთი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი.
    ფრენსის "ფრენ" უოლში, ლედი ჯექსონი, (დ. 1959 წლის 10 იანვარს) - სცენარისტი, კინოპროდიუსერი და მუსიკოსი ახალი ზელანდიიდან. იგი არის რეჟისორ პიტერ ჯექსონის მეუღლე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს - ბილი და კეიტი.
ფრენ უოლში მონაწილეობდა ჯექსონის ყველა ფილმის შექმნაში. პირველი მათ შორის იყო ცუდი გემოვნება. საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის, წლის ფილმისათვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის (ფილმი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება) მას 2004 წელს მიღებული აქვს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ოსკარი. მთლიანობაში იგი "ოსკარზე" რვაჯერ იქნა ნომინირებული.

ეკონომიკა


ეკონომიკა (ბერძ. οίκος - სახლი, და νομος - ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:
  1. საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
  2. მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
  3. მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმიტის მიერ, რომელმაც შექმნაკლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმიტის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი ”კაპიტალი” და მოძღვრება მარქსიზმი. მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, პირველ რიგში ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.
    ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არამარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის "კიბოც". მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, მენგერი, ბომ–ბავერკი, ვიზერი (19-ე საუკუნე), მიზესიჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (20-ე საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:

    • მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros - მცირე) - შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
    • მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros - დიდი) - შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
      • ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
      • საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
      • საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
      • წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
      • ეკონომიკურ ზრდაზე.

    მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.